დეუს ექს მახინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:22, 9 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დეუს ექს მახინა — (ბერძ. ἀπὸ μηχανῆς θεός, ლათ. deus ex machina, სიტყვასიტყვით – მანქანიდან გადმოსული ღმერთი), თეატრალური ხერხი ძველბერძნულ თეატრში; სცენაზე ღმერთის მოულოდნელი გამოჩენა, რასაც მოჰყვებოდა მოქმედების მკვეთრი შემობრუნება და კვანძის გახსნა. ხორციელდებოდა სპეციალური ამწე მანქანის – ეორემის მეშვეობით.