ემპათია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:36, 10 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ემპათია – სხვა ადამიანის ქცევის, ემოციური მდგომარეობის და განწყობილების შთაწვდომა, თანაგანცდა. ტერმინი ფსიქოლოგიაში შემოიტანა ე. ტიტჩენერმა. განასხვავებენ ემპათიას:

  1. ემოციურს – დაფუძნებულს სხვათა რეაქციების აფექტურ (გაუცნობიერებელ) მიმბაძველობასა და პროექციის (საკუთარი თავის გაიგივება) მექანიზმებზე;
  2. კოგნატურს (მონათესავე) – ბაზირებულს ინტელექტუალურ პროცესებზე (შედარება, ანალოგია და ა.შ.).
  3. პრედიკატულს (შემეცნებითი) – სხვათა რეაქციის აზრობრივი განჭვრეტა.

სიმბოლოთა ინტერაქციონისტები (სიმბოლოების საშუალებით უშუალო პიროვნებათშორისი კომუნიკაცია) ჯ. მიდის მეთაურობით, ემპათიას განიხილავენ როგორც სხვათა „როლის“ საკუთარ თავზე მორგების პროცესს.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები