ღატაკი თეატრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:03, 13 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ღატაკი თეატრი – ტერმინი შემოტანილია ე. გროტოვსკის მიერ საკუთარი სარეჟისორო სტილის მოსანიშნად; იგულისხმება სასცენო საშუალებების (დეკორაცია, აქსესუარები, კოსტიუმები, რეკვიზიტი და ა.შ.) მინიმალური გამოყენება სპეკტაკლში, რომლის კომპენსირება ხდება სამსახიობო ხელოვნების მაქსიმალური ინტენსივობის ხარჯზე.