ღატაკი თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღატაკი თეატრი – ტერმინი შემოტანილია ე. გროტოვსკის მიერ საკუთარი სარეჟისორო სტილის განსაზღვრის მიზნით. ეს სტილი ემყარება სასცენო საშუალებების უკიდურეს ეკონომიას (დეკორაცია, აქსესუარები, კოსტიუმები), რომლის შევსება ხდება მსახიობთა ინტენსიური თამაშით და მაყურებელთან ღრმა კონტაქტით. გროტოვსკი წერდა: „სპექტაკლი აგებულია მკაცრი ავთარკიის (თვითდაკმაყოფილების) პრინციპზე. საერთო ნორმა მდგომარეობს შემდეგში: აკრძალულია სცენაზე რაიმე ისეთის შემოტანა, რაც მასზე თავიდანვე არ იყო მოცემული თეატრში არსებობს ადამიანების და ნივთების გარკვეული რაოდენობა, რაც საკმარისი უნდა იყოს წარმოდგენის ნებისმიერი სიტუაციის დასაძლევად. მათ უნდა წარმოშვან პლასტიკი ბგერა, დრო და სივრცე“.

სიღატაკისკენ სწრაფვა დამახასიათებელი აღმოჩნდა მე-20 ს. რეჟისურისათვის (პ. ბრუკი, „თეატრი აკვარიუმი“, „ლივინგ თეატრი“ და სხვ.), რაც გაპირობებული იყო ესთეტიკური მრწამსი) და არა ეკონომიკური უსახსრობით. სპექტაკლიდან განდევნილ იქნა ყოველივე, რაც არ წარმოადგენდა უცილობელ საჭიროებას, ყოველივე დაეყრდნო მსახიობის და ტექსტის ძალას.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები