კინესიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:07, 14 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კინესიკა − (ბერძნ. kinema – მოძრაობა), მეცნიერება, რომელიც შეისწავლის არავერბალური კომუნიკაციების ენას, პლასტიკის, მიმიკის და ჟესტის გრაფიკულ გამომსახველობას, მაყურებელზე მათი ზემოქმედების თავისებურებებს. კინესიკამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა პირობით-სიმბოლური გამომსახველობის თეატრში, სხვადასხვა მოდერნისტულ მიმდინარეობებში.