კოლამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:59, 14 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოლამი – (სინგალ. „კოლამა“ – ნიღაბი), სინგალური ტრადიციული თეატრი (ცეილონი), წარმოიშვა ავადმყოფისგან ავი სულების განდევნის უძველესი რიტუალიდან. დროთა განმავლობაში ეს წეს-ჩვეულება გადაიქცა თეატრალურ სანახაობად. რიტუალიდან გადმოღებულ იქნა ავი სულების მრავალრიცხოვანი ნიღბები და ასევე საცეკვაო ნაწილი. წარმოდგენა მიჰყავს მთხრობელს, რომლის მონათხრობის ილუსტრაცია ხდება ცეკვით და პანტომიმით, დოლის აკომპანემენტის თანხლებით. მოგვიანებით გაიზარდა ნიღბების და შესაბამისად, მონაწილეთა რიცხვიც. თანამედროვ კოლამში ტექსტებს წარმოთქვამენ თვითო შემსრულებლები. წარმოდგენა იწყება საღამოს და გრძელდება მთელი ღამის განმავლობაში. მასში მონაწილეობს მომღერალთა გუნდიც.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები