კოოკენ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:26, 14 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კოოკენ – მსახიობის თანაშემწე (მეურვე) კაბუკის თეატრში. იგი წარმოდგენის მსვლელობის დროს სხვადასხვა დახმარებას უწევს მსახიობს, აწვდის რეკვიზიტს, უსწორებს გრიმს. ორმაგი ჩაცმულობის დროს, საჭიროების შემთხვევაში, რამდენიმე წამის განმავლობაში მსახიობმა თავი უნდა გაითავისუფლოს ზედა სამოსიდან, რაშიც მას კოოკენი ეხმარება.