კუმადორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:18, 14 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კუმადორი – გრიმის სახეობა კაბუკის თეატრში. იგი მსახიობს სახეზე სამი ძირითადი წვერით, წითელ, ლურჯ და შავ ზოლებად ეხატება, რასაც მხოლოდ კაბუკის თეატრის მცოდნე მაყურებელი აღიქვამს. წითელი ფერი აღნიშნავს ვნებას, სამართლიანობას და მამაცობას; ლურჯი – ბოროტებას, შიშს, ჯადოქრობას; შავი, ზოგჯერ კი ალისფერიც – ღვთაებრიობას, აგრეთვე – ჯადოქრობას. ხანდახან ამ ფერებს ემატება ყავისფერი, ოქროსფერი. შესაბამისი ხაზები კეთდება მსახიობის ხელებსა და ფეხებზეც. დღეს ამ მით მსახიობები ხშირად იცვამენ შეღებილ წინდებსა და ხელთათმანებს