მეცისტოციროზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:05, 21 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მეცისტოციროზი (mecistocirrosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Mecistocirrus + ბერძნ. osis დაავადება) – მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვისა და ჩრდილოეთის ირმების ჰელმინთოზი, რომლის აღმძვრელი – Mecistocirrus digitatus პარაზიტობს მაჭიკში. ინტენსიური დაინვაზიების დროს აღინიშნება ლორწოვანი გარსების ანემია, ცხოველი გამხდარია, პროდუქტიულობა მცირდება.