ორგანოიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:55, 22 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ორგანოიდები (organoid; ბერძნ. organon ორგანო + eidos მსგავსი, გარეგნული) – სინონიმი ორგანელები – ცხოველისა და მცენარის უჯრედების ციტოპლაზმას მუდმივი სტრუქტურები, რომლებსაც განსაზღვრული ფუნქციები აქვთ.ორგანოიდებს მიეკუთვნება ენდოპლაზმური ბადე, რიბოსომები, გოლჯის აპარატი, მიტოქონდრიები, ცენტროსომები და სხვ.