სკრიაბინემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:18, 27 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სკრიაბინემა – (Skrjabinema; აკად. კ. სკრიაბინის პატივსაცემად), ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Syphaciidae-ს ოჯახს, Oxyurata-ს ქვერაზმს. Skrjabinema ovis – სახეობა, პარაზიტობს ცხვრის, თხის და მრავალი გარეული წყვილჩლიქიანი ცხოველის მსხვილ ნაწლავებში. გეოჰელმინთი. ცხვრისა და თხის სკრიაბინემოზის აღმძვრელი.