სპირურატოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:19, 27 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სპირურატოზი – (spiruratoses; აღმძვრელების ქვერაზმის დასახელება Spirurata + ბერძნ. osis დაავადება – ცხოველებისა და ფრინველების ჰელმინთოზი. აღმძვრელები – Spirurata-ს ქვერაზმის ნემატოდები იწვევენ მსხვილფეხა მცოხნელი პირუტყვის თელაზიოზს, კენტჩლიქიანების დრაშეიოზს და ჰაბრონემოზს, ფრინველის ტეტრამეროზსა და ექინუროზს, იხვის სტრეპტოკაროზს, ხორცისმჭამელების სპიროცერკოზს და სხვ.