სტრონგილიდოზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:37, 27 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტრონგილიდოზები − (strongylidoses-ს; აღმძვრელის გვარის დასახელება Strongylus + ბერძნ. id ბოლოსართი, ნიშნავს შთამომავალს + oses დაავადებები), ცხენის ჰელმინთოზური დაავადებები, რომელთა აღმძვრელები მიეკუთვნებიან Strongylidae-ს ოჯახს, Strongylata-ს ქვერაზმს. გავრცელებულია ყველგან. განსაკუთრებით საყურადღებოა – დელაფონდიოზი, სტრონგილოზი და ალფორტიოზი.