სტრონგილატები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:02, 28 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტრონგილატები – (Strongylata; ბერძნ. strongylos ცილინდრული), ნემატოდების ქვერაზმი.
მდედრი სტრონგილატებისათვის დამახასიათებელია კარგად განვითარებული სასქესო სისტემა, მამრებისათვის – კუდის ბოლოზე სამფარფლიანი სასქესო ბურსა. ზრდასრული ფორმების საყლაპავი კვერთხისებრი ფორმისაა. სტრონგილატები გეო- და ბიოჰელმინთებია. პარაზიტობენ სასუნთქ სისტემასა და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. გავრცელებულია ყველგან.