კიბოსებრები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:24, 29 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კიბოსებრები (Crustacea; ლათ. crusta ნაჭუჭი) – კლასი; მიეკუთვნება ფეხსახსრიანთა (Arthropoda) ტიპს.
უპირატესად წარმოდგენილია წყლის ცხოველებით. ზოგიერთ სახეობას თავი შერწყმული აქვს მკერდთან და ერთიანი თავმკერდი (cephalothorax) იქმნება. თავზე ორი წყვილი ულვაშია ანტენულებისა და ანტენების სახით, ერთი წყვილი ზედა ყბა – მანდიბულები და ორი წყვილი ქვედა ყბა – მაქსილები. მუცელი დანაწევრებულია. კიდურების წყვილების რაოდენობა სეგმენტების რაოდენობის ტოლია. კიბოსებრების მრავალი სახეობა ჰელმინთების შუალედური მასპინძელია. ზოგიერთი მათგანი თავად არის სხვადასხვა ცხოველის პარაზიტი.