ფილიკოლოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:27, 29 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფილიკოლოზი – (filicollosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Filicollis + ბერძნ. osis დაავადება), ფრინველის ჰელმინთოზი. მისი აღმძვრელებია თავეკლიანები, რომლებიც პარაზიტობენ ფრინველის ნაწლავებში. ავადდებიან იხვები, ბატები, წყალმცურავი გარეული და ჭაობის ფრინველები. დაავადება გავრცელებულია ყველგან.

სიმპტომები: ზოგადი სისუსტე, ბუმბულის აბურძგვნა, მადის დაქვეითება, მოზარდეულის ზრდა-განვითარების შეფერხება. ინტენსიური დაინვაზიების დროს ფრინველი კვდება.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები