ჰიპოდერმები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:22, 31 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიპოდერმები – (Hypoderma; ბერძნ. hypo ქვეშ + derma კანი), კანქვეშა ბორების გვარი; მიეკუთვნება Brachycera-ს ქვერაზმს, Diptera-ს რაზმს, Insecta-ს კლასს. ლარვული ფორმები პარაზიტობენ ძროხის, იშვიათად ცხენის, ზებუს, ცხვრის, თხის კუნთებშუა შემაერთებელ ქსოვილში, კანქვეშ და ჰიპოდერმატოზს იწვევენ.

Hypoderma bovis (ლათ. bos კურო) – ჩვეულებრივი კანქვეშა ბორა. გავრცელებულია კერობრივად;

H.lineatum – (ლათ. linea ხაზი) – სამხრეთის კანქვეშა ბორა. გავრცელებულია სამხრეთის ქვეყნებში.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები