ქოანოტენია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:11, 3 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქოანოტენია – (Choanotaenia; ბერძნ. choanos ძაბრი + ლათ. taenia ლენტი), ცესტოდების გვარი; მიეკუთვნება Hymenolepidata-ს ქვერაზმს. Choanotaenia infundibulum – სახეობა, პარაზიტობს ქათმისებრთა ოჯახის (ქათამი, ინდაური, ციცარი, კაკაბი და სხვ.) ფრინველების წვრილ ნაწლავებში. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძელი – ოთახის ბუზი, ხოჭო, კუტკალია. ფრინველის ქოანოტენიოზის აღმძვრელი.