ტენიიდები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:11, 3 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტენიიდები – (Taeniidae; ლათ. taenia ლენტი + ბერძნ. id ბოლოსართი, ნიშნავს შთამომავალს) – ცესტოდების ოჯახი; მიეკუთვნება Taeniata-ს ქვერაზმს. პროგლოტიდას სიგრძე აღემატება მის სიგანეს. სასქესო ხვრელები იხსნება ცალ მხარეს, ოღონდ, არასწორი მიმდევრობით. ბიოჰელმინთები. დეფინიტური მასპინძელი – ადამიანი და ხორცისმჭამელები, შუალედური მასპინძელი – ძუძუმწოვრები. ლარვული ფორმებია – ცისტიცერკი, ცენურუსი, ექინოკოკი, ალვეოკოკი.