ექინოკოკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ექინოკოკი

ექინოკოკი – (Echinococcus; ბერძნ. echinos ეკალი, წვეტი, ქაცვი + kokkos მარცვალი, თესლი) – ცესტოდას გვარი; მიეკუთვნება Taeniidae-ს ოჯახს, Taeniata-ს ქვერაზმს.

Echinococcus granulosus (ლათ. მარცვლოვანი) – სახეობა, რომლის ლენტისებრი სხეული (ზრდასრული ფორმა) ოთხი პროგლოტიდისაგან შედგება. ლოკალიზებს ძაღლის, მგლის წვრილ ნაწლავებში და იწვევს ხორცისმჭამელთა ექინოკოკოზს.

Echinococcus unilocularis (ლათ. unus ერთი + locus ადგილი) – სინონიმი Echinococcus granulosus larva (ლათ. larva ლარვა) – ექინოკოკის ლარვული (ბუშტოვანი) ფორმა, ლოკალიზებს მცოხნელი ცხოველების, ღორის, ადამიანის ღვიძლსა და ფილტვებში, იშვიათად, სხვა ორგანოებში. არჩევენ ექინოკოკის ბუშტების შემდეგ მორფოლოგიურ მოდიფიკაციებს:

- Echinococcus veterinorum – ბუშტის შიდა გარსზე გამომყვანი კაფსულებია. ბუშტი ამოვსებულია სითხით, რომელშიც სკოლექსებია. ამ მოდიფიკაციის ძირითადი მატარებელია ძროხა და ცხვარი, იშვიათად – ადამიანი;

- Echinococcus hominis – გამომყვანი კაფსულების, სკოლექსების და სითხის გარდა ბუშტში ვითარდება მეორეული (შვილეული), მესამეული (შვილიშვილეული) ბუშტები. ამ მოდიფიკაციის მატარებელია ადამიანი;

- Echinococcus acephalocysticus – აცეფალოცისტები. ბუშტები, როmelTაც გამომყვანი კაფსულები და სკოლექსები არ გააჩნიათ.

ექინოკოკის ლარვოცისტები (echinococcus larvalis) სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ადამიანის ლარვულ ექინოკოკოზს იწვევენ. გავრცელებულია ყველგან.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები