ექინოკოკოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ექინოკოკოზი (echinococcosis; აღმძვრელის გვარის დასახელება echinococcus + ბერძნ. osis დაავადება) – ცხოველებისა და ადამიანის დაავადება, რომლის გამომწვევი – Echinococcus granulosus (ლარვული ფორმა) ლოკალიზებს სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში. ექინოკოკის ამავე დასახელების ზრდასრული (ლენტისებრი) ფორმები პარაზიტობენ ძაღლის, სხვა ხორცისმჭამელების წვრილ ნაწლავებში. გავრცელებულია ყველგან.
ლარვული ექინოკოკოზის დროს კლინიკური ნიშნები დამოკიდებულია ლარვოცისტების ლოკალიზების ადგილზე. ექინოკოკოზი სუბკლინიკურად მიმდინარეობს. ავადმყოფი ცხოველი გამხდარია, პროდუქტიულობა – შემცირებული. ღვიძლის დაზიანებისას ირღვევა საჭმლის მონელების ფუნქცია. ფილტვის დაზიანებისას ვითარდება ხველა, სუნთქვა გართულებულია. ზოგჯერ ცხოველი კახექსიისაგან იღუპება.