ჰემონქოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:49, 4 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰემონქოზი – (haemonchosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Haemonchus + ბერძნ. osis დაავადება), მცოხნელი ცხოველების ჰელმინთოზი. აღმძვრელები, ნემატოდები – Haemonchus spp. პარაზიტობენ მაჭიკში. ავადდება ცხვარი, თხა, ძროხეული, აქლემი, ჩრდილოეთის ირემი, გარეული მცოხნელები. გავრცელებულია ყველგან, მაგრამ კლინიკურად ვლინდება ცხვრებსა და თხებში სამხრეთის ქვეყნებში.
სიმპტომები: დაბეჩავება, მატყლის სიმშრალე და აბურძგვნა, ლორწოვანი გარსების ანემია, მადის დაქვეითება, ფაღარათი, რომელიც ყაბზობით იცვლება, ზოგჯერ სხეულის ტემპერატურის მატება; ცუდი კვებისას – ძლიერი სისუსტე, შეშუპება ყბისქვეშა არეში.