სკრიაბინემოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:18, 4 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სკრიაბინემოზი – (skrjabinemosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Skrjabinema + ბერძნ. osis დაავადება), ცხვრისა და თხის ჰელმინთოზი. აღმძვრელი – Skrjabinema ovis (ლათ. ovis თხა) პარაზიტობს მსხვილ ნაწლავებში. გავრცელებულია ყველგან. უპირატესად, მიმდინარე წელს დაბადებული მოზარდეული ავადდება.
სიმპტომები: ქავილი ანუსისა და შორისის მიდამოებში, ბეწვის აჩეჩვა, დაბეჟილობა და ფუფხები კუდზე, ზოგ შემთხვევაში კუდის შიდა მხარეზე კანის ანთება წყლულების წარმოქმნით.