ტრემატოდოზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:32, 4 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტრემატოდოზები (trematodoses; ჰელმინთების კლასის დასახელება Trematoda + ბერძნ. oses დაავადებები) – ჰელმინთოზები, რომელთა აღმძვრელები, Trematoda-ს კლასის ბრტყელი ჭიები, პარაზიტობენ ხერხემლიანების, იშვიათად უხერხემლოთა ორგანოებსა და ქსოვილებში. განსაკუთრებით საყურადღებო ტრემატოდოზებია: მცოხნელი ცხოველების ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, ეურიტრემატოზი, პარამფისტომატოზები, ორიენტობილჰარციოზი, ხორცისმჭამელი ცხოველების ოპისთორქოზი, კლონორქოზი, ფრინველის პროსთოგონიმოზი და სხვ.