სპიროქეტები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:34, 7 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სპიროქეტები (Spirochete; ბერძნ. spiera ხვეული, სპირალი + chaite ჯაგარი, თმა), მიკროორგანიზმების ჯგუფი, რომელთა სხეულს წვრილი კორპსაძრობის მსგავსად დახვეული ძაფის ფორმა აქვს. სპიროქეტები ძირითადად არაპათოგენური სახეობებია, რომლებიც წყალსა და ნიადაგში ბინადრობენ. ზოგიერთი სახეობა არის ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების დაავადებების (ბოცვერის ტრეპონემოზი, ფრინველის ბორელიოზი) აღმძვრელი.