განცხრომა (თეატრი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:22, 10 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
განცხრომა – ქართული თეატრალურ სანახაობითი ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი სახეობა. გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით, მაგრამ მთავარი ადგილი „განცხრომაში“ ეკავა ცეკვასა და პანტომიმურ წარმოდგენას. ამ სახეობაში შედიოდა აგრეთვე სპორტული თამაშობები, აკრობატიკა, ჟონგლიორობა და ხუმარების გამოსვლები.