ენტრემიში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:55, 10 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ენტრემიში – (პორტუგ. entremez), დრამატული ნაწარმოების ჟანრი პორტუგალიაში, შეესაბამება დასავლეთევროპულ ინტერმედიას. წარმოიშვა სასახლის კარის თეატრში; ეს იყო მცირე ზომის გამრთობი წარმოდგენა, სადაც ცეკვას და სიმღერას ეკავა ტექსტზე მეტი ადგილი.
მე-18 ს. ენტრემიშის გაფურჩქვნის ხანად არის მიჩნეული. იგი ფართოდ იდგმებოდა საჯარო თეატრებში. ამავე ხანებში მან შეიძინა სოციალური და სატირული შინაარსი. მრავალი მათგანი იწერებოდა და იდგმებოდა ანონიმურად. მე-19 ს. დასაწყისიდან ენტრემიში ჩამოდის სცენიდან და ადგილს უთმობს ფარსს.