მელოდრამა (ჟანრი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:56, 10 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მელოდრამა – დრამატურგიის ჟანრი; მწვავე ინტრიგაზე აგებული პიესა, სადაც ერთმანეთს მკვეთრად უპირისპირდება კეთილი და ბოროტი, ბობოქრობს უბრალო ადამიანური ვნებები. აღმოცენდა საფრანგეთში XVIII საუკუნის დამლევს. 1830-40-იანი წლები მიჩნეულია მელოდრამის გაფურჩქვნის ხანად. მელოდრამის წარმოქმნა შეამზადა მდაბიორთა დრამამ და ასევე მუსიკალური თეატრის ისეთმა ჟანრებმა, როგორიცაა მდაბიორთა კომიკური ოპერა, მუსიკალური მელოდრამა, ცალკულმა ლირიკულმა სცენებმა. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დიალოგიზებულმა პანტომიმამაც, რომლისგან მელოდრამამ ისესხა ეფექტური სანახაობითობა, მუსიკის ფართოდ გამოყენება, ფაბულის სიმწვავე.

მელოდრამამ დაარღვია კლასიცისტური კანონები და გარკვეულწილად შეამზადა რომანტიკული დრამის წარმოშობა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები