მთიულური (ნადი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:46, 10 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მთიულური – ნადის ნაირსახეობა, გავრცელებული საქართველოს მთიანეთში; გამოირჩეოდა იმპროვიზაციულობით. თიბვაში ჩამორჩენილ მშრომელს მთქმელი არ ზოგავდა, მის მიმართ ირონიას არ იშურებდა, წინწასულს კი ქებით აქეზებდა. მთიბლური ინტერესს იწვევს სატირისა და პანეგირიკის კონტრასტული შეხამებით.