ხაისან-თოლგო მანასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:49, 1 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხაისან-თოლგო მანას-ი (ყალ. Хайсан-Толго Манас) – სართ-ყალმუხური ეპოსის მითოლოგიური პერსონაჟი – მანგასი – ჯანგარის დაუძინებელი მტერი, რომელსაც აწ უკვე დაბერებული ჯანგარი წინააღმდეგობას ვერ უწევს და თავის ღვთაებრივ ცხენს – ზეერდეს – უთმობს. ცხენს დევგმირი ხონგორი დაიხსნის.
ლიტერატურა
Басангова Т. Г. Сарт-калмыцкая версия «Джангара» (текст, основные мотивы) // Электронный информационный журнал «Новые исследования Тувы». № 4, 2011.