პიხუან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:37, 2 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პიხუან – თეატრის ერთ-ერთი სახეობა ჩინეთში. ტერმინი „პიხუან“ აღნიშნავდა ორი ჩინურ მუსიკალურ მელოდიას: სიპი და ერხუან, რომელზეც დაფუძნებული იყო სახალხო მუსიკალური თეატრი პიხუანსი (მე-17 საუკუნის დასასრული). დასაწყისში ეს მელოდიები საფუძვლად დაედო ანხოიურ და ხუბეიურ თეატრებს. შემდგომში კი, რამდენადმე სახეშეცვლილი პეკინის ცზინსის თეატრს. პიხუანის მელოდიები უბრალო და ლაკონიურია, გამოირჩევა მკვეთრი რიტმით, მიმდინარეობს დასარტყამი ინსტრუმენტების აკომპანემენტით. ეს ყოველივე ორგანულად ერწყმის მსახიობების მიმიკას და საცეკვაო მოძრაობებს.