პლასტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:56, 2 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პლასტიკა – (ბერძნ. plastike – სკულპტურა), სცენურ ხელოვნებაში ტანის მოძრაობისა და ჟესტის ჰარმონიული შეხამება, სხეულის გამომსახველობა; ეფუძნება ტანის ყველა ნაწილის მოქმედებასთან შეთანხმებულ და ფსიქოლოგიურად გამართლებულ მდგომარეობას, როცა თვით უძრაობაც კი აღიქმება შეწყვეტილი მოძრაობის ერთ-ერთ მომენტად.