რევიუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:03, 3 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რევიუ – (ფრანგ revue), თეატრალური ხელოვნების სახეობა; შედგება გამჭოლი თემით გაერთიანებული ცალკეული ეპიზოდებისაგან და ამ მრავალფეროვან ეპიზოდებში მონაწილე მოქმედი პირებისაგან. მასში შეტანილია საესტრადო და საცირკო ხასიათის ჩასმული ნომრები. რევიუ წარმოიშვა საფრანგეთში მე-18 საუკუნის დამლევს. იგი მყარად დამკვიდრდა ბულვარული თეატრების რეპერტუარში და დასაწყისში ჰქონდა მკვეთრად პუბლიცისტური და სატირული ჟღერადობა.