რეპეტიცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:42, 3 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რეპეტიცია - (ლათ. repetitio განმეორება), სპექტაკლის მომზადების ძირითადი ფორმა; მიმდინარეობს რეჟისორის ხელმძღვანელობით. არსებობს ე.წ. „სამაგიდო“, „თეჯირებში“ (თეატრის ფოიეში ან სარეპეტიციო ოთახში) და სასცენო (დასაწყისში ნაწილობრივი, შემდგომ კი სრული გაფორმებით); ასევე სამონტაჟო (სადაც საბოლოოდ დგინდება სპექტაკლის სცენოგრაფიული, მუსიკალური და ხმოვანი გაფორმება), უწყვეტი და გენერალური რეპეტიციები.