რეფლექსია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:22, 3 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეფლექსია – (გვიანლათ. reflexio უკან წარმართვა) ადამიანური აზროვნების პრინციპი, რომელიც გულისხმობს საკუთარი აზროვნების ფორმების და წინამძღვრების გააზრებასა და შემეცნებას; თავად ცოდნის საგნობრივი განხილვა, მისი შინაარსის და შემეცნების მეთოდების კრიტიკული ანალიზი; თვითშემეცნების პროცესი, რომელიც თვალსაჩინოს ხდის ადამიანის სულიერი სამყაროს შინაგან წყობას და სპეციფიკას. თეატრალურ ხელოვნებაში გამოყენებულ იქნა კ. სტანისლავსკის მიერ საკუთარი შემოქმედების გასაანალიზებლად.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები