ბჰაონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:27, 4 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბჰაონა – ინდური თეატრის ძველთაძველი ფორმა ასამში (ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში). შეიცავს მუსიკას, ცეკვასა და დრამატულ დიალოგს; ბჰაონას ასრულებდნენ მოხეტიალე დასები. ბჰაონაში ქადაგებდნენ სოციალურ თანასწორობას და კიცხავდნენ ბრაჰმანიზმის კონსერვატულ იდეებს. თანამედროვე შემსრულებლებმა ბჰაონას შინაარსი შეცვალეს, ფორმა კი ტრადიციული დარჩა.