სოკარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:42, 5 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სოკარი („კალოობის თეატრი“) – სახალხო თეატრალური წარმოდგენების ერთ-ერთი ფორმა ცეილონზე. სოკარი არის მახვილგონივრული კომედია ვინმე გურუ ხამიზე, მის ცოლზე და მსახურზე. წარმოდგენის დრამატურგიული საფუძველია ურთიერთობანი ქმარსა, ცოლსა და საყვარელს შორის. სოკარს სინგალელი გლეხები თამაშობენ უშუალოდ მინდორში ან კალოზე მოსავლის აღების დროს. იმპროვიზებულ სცენაზე იდგმება ლამპარი, სხვადასხვა მხარეს განლაგდებიან მთხრობელი, მომღერლები და მუსიკოსები. მსახიობები მოქმედებენ წარმოსახვითი საგნებით (რეკვიზიტის გარეშე). მუსიკალური თანხლება აგებულია სინგალის ფოლკლორულ მელოდიებზე.