სტროფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:30, 5 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სტროფი – (ბერძნ. strophe – სიტყვასიტყვ. მობრუნება), ძველბერძნულ ტრაგედიაში ქოროს სიმღერის ასაგები კომპოზიციური ერთეული. სტროფის შემდეგ მომავალ ანტისტროფის მიერთებით, იქმნება სიზიგია, ანუ რამდენჯერმე განმეორებადი წყვილი შეერთება. სტროფი შედგება რამდენიმე სალექსო ბწკარისაგან, რომელიც დაწერილია რთული ზომით.