სუბრეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:44, 5 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სუბრეტი — (ფრანგ. soubrette, < პროვანს. sou breto – მოჩვენებითი, თვალთმაქცი) – ამპლუა ეშმაკი, მარჯვე, მოხერხებული, ხალისიანი, თუმც დაუხვეწავი ქალისა, რომელიც თავის ბატონებს ხელს უწყობს სასიყვარულო ინტრიგებში. აღმოცენდა იტალიურ კომედია დელ’არტეში (სერვეტა), ხოლო ფრანგულ თეატრში ამპლუად ჩამოყალიბდა XVII ს. ნიღაბი „კოლომბინას“ გავლენით და შეიძინა გრაციოზულობა და სალონური იერი.