ტარტალია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:09, 5 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტარტალია – (იტალ. tartaglia < tartagliare – ენაბორძიკა) – იტალიური კომედია დელ’არტეს პერსონაჟი; ჩვეულებრივ, მოხუცი ნოტარიუსი, მოსამართლე, მდივანი, საჯარო მოსამსახურე. ტარტალიას ნიღაბი შეიქმნა ნეაპოლში მე-17 საუკუნის დასაწყისში.
ტარტალიას სახეში აღბეჭდილი იყო ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება ესპანელი დამპყრობლების ინტერესების გამტარებელ ჩინოვნიკების მიმართ. გამოკვეთილი იყო მისი მდაბალი სულიერება, ლაჩრული ხასიათი. კომიკურ ეფექტს ახდენდა მისი პედანტიზმის დამადასტურებელი ენაბლუობა ტარტალიას როლის შემსრულებელს ეცვა ყვითელ ზოლებიანი მწვანე ფერის კოსტიუმი, დიდი სათვალეები (ნიღბის შემცვლელი) და ნაცრისფერი ქუდი (შლიაპა)