უნიმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:39, 8 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
უნიმა – (UNIMA – Union Internationale des Marionnettes), თოჯინების თეატრის მოღვაწეთა საერთაშორისო კავშირი. ჩამოყალიბდა 1929 წ. ჩეხ მეთოჯინეთა ინიციატივით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც შეიქმნა უნიმას ეროვნული სექციები.