სესაგოტო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:01, 11 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სესაგოტო — (იტალ. siusagoto), საცეკვაო პიესები იაპონურ თეატრ კაბუკში. ჩაისახა და განვითარდა XVIII ს. პირველ ხანებში სესაგოტო ეწოდებოდა იმ სცენებს, რომლებიც სრულდებოდა მოქმედებებს შორის; XIX საუკუნეში სესაგოტო დამოუკიდებელ პიესებად ჩამოყალიბდა და კაბუკის წარმოდგენების ერთ-ერთ აუცილებელ ნაწილად იქცა. სესაგოტო სრულდება მუსიკისა და სიმღერის თანხლებით, რომლებიც ცეკვის სიუჟეტურ საფუძველს წარმოადგენს: მსახიობის მოძრაობა, პოზები და მიმიკური თამაში გამოხატავს სასიმღერო ტექსტის შინაარსს სესაგოტოების დიდი ნაწილის სიუჟეტები და მუსიკა ნასესხებია თეატრ „ნო“-დან.