შინკაბუკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:20, 16 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შინკაბუკი – (იაპ. სიტყვასიტყვით – „ახალი კაბუკი”) ახალი პიესების სახელწოდება კაბუკის თეატრის რეპერტუარში. წარმოიშვა 1890-იან წლებში. წამოწყების ინიციატორებს სურდათ კაბუკის ტრადიციული კლასიკური თეატრის დაახლოება თანამედროვეობასთან. ამ მიზნით მის რეპერტუარში შეტანილ იქნა ისტორიული და ყოფითი დრამები.