ჰიპოსკენე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:10, 19 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჰიპოსკენე – (ბერძნ. ipockenion – სცენისქვეშა შენობა), პროსკენეს ქვეშ არსებული სივრცე ელინისტური პერიოდის ძველბერძნულ თეატრში. ჰიპოსკენეს ორქესტრასაგან, რომელიც მდებარეობდა პროსკენეს წინ და ქვემოთ, ჰყოფდა კედელი, დაფარული კოლონებით და ქანდაკებებით. ჰიპოსკენედან სპეციალურად ამისთვის განკუთვნილი კიბით მსახიობები ამოდიოდნენ პროსკენეზე და გამოსახავდნენ გარდაცვლილთა სულებს ან ღმერთებს.