არიოსტო ლუდოვიკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:20, 19 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუდოვიკო არიოსტო

ლუდოვიკო არიოსტო – (იტალ. Ludovico Ariosto, 1474-1533), იტალიელი პოეტი და დრამატურგი. მოღვაწეობა დაიწყო სასახლისკარის სპექტაკლების და ზეიმების ორგანიზატორად. 1508 წ. პლავტუსისა და ტერენციუსის მიბაძვით დაწერა კომედია „ზარდახში“, რითაც საფუძველი ჩაუყარა სწავლული კომედიის ჟანრს. მისი სარაინდო პოემა „მძვინვარე როლანდი“ მრავალგზის გადამუშავდა მრავალი ქვეყნის დრამატულ და საოპერო-საბალეტო თეატრებში. დაწერა პიესები: „შენაცვლებულნი ანტიასკეტური პიესა, კომედია „შავწიგნიერი’ სადაც გამასხრებული იყო არისტოკრატთა რწმენა მაგიისადმი; კომედიები „სტუდენტები“ და „მაჭანკალი“. მისმა შემოქმედებამ იტალიურ ნაციონალურ კომედიას განუსაზღვრა ორი მიმართულება – სატირული და გამრთობი.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები