ვიგმანი მარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:23, 31 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარი ვიგმანი

მარი ვიგმანი – (ინგლ. Mary Wigman, 1886-1973), გერმანელი მოცეკვავე, ე. ჟაკ-დალკროზის და რ. ლაბანის მოწაფე.

1918 წ. განახორციელა დადგმა თავისი პირველი ქორეოგრაფიული კომპოზიციისა „სიცოცხლის შვიდი ცეკვა“, რომლის შემდეგ გამოიკვეთა რიტმულ-პლასტიკური ცეკვის მისი მანერა. უარყოფდა მუსიკალურ თანხლებას (დასარტყამი ინსტრუმენტების გარდა), მიმართავდა მოძრაობის უკიდურეს აკრობატიზმს, პრიორიტეტს ანიჭებდა მოცეკვავის სხეულის გამომსახველობას. ითვლება თანამედროვე „ცეკვა მოდერნის“ ერთ-ერთ ფუძემდებლად. 1920 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.





წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები