ვილსონი რობერტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:40, 31 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერტ ვილსონი

რობერტ ვილსონი – (ინგლ. Robert Wilson, 1941), ამერიკელი თეატრისა და ოპერის რეჟისორი, მოქანდაკე, ფოტომხატვარი, დრამატურგი და სცენოგრაფი, XX საუკუნის ბოლო პერიოდის და XXI საუკუნის დასაწყისის თეატრალური ავანგარდის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი.

ხელოვნება და არქიტექტურა შეისწავლა აშშ-სა და ევროპაში. პირველი სპექტაკლები უჩვენა ნიუ-იორკში 1969 წელს, მაგრამ წარმატება და აღიარება მოუტანა პარიზში დადგმულმა სპექტაკლმა „ყრუს მზერა“. 1992 წლიდან ხელმძღვანელობს მის მიერ შექმნილ თეატრალურ აკადემიას უოტერმილ-ცენტრს ლონგ-აილენდში. იგი დგამს ევროპულ კლასიკას და ავანგარდულ სპექტაკლებს, რომლის მასალას თვითონ თხზავს. ტექსტთან დაკავშირებული ექსპერიმენტების გარდა (სიტყვებზე უარის თქმის ჩათვლით), იგი ახლებურად გაიაზრებს მსახიობის სხეულს და ასევე სცენოგრაფიას, სადაც დიდ ადგილს უთმობს სინათლის ეფექტებს. მისი დადგმები გამოირჩევა უჩვეულო ხანგრძლივობით (ზოგიერთი – 7 დღე).

სპექტაკლები: „ესპანეთის მეფე“ (1969, ნიუ-იორკი), „ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრება და ეპოქა“ (1969, ნიუ-იორკი), „სტალინის ცხოვრება და ეპოქა“ (1973, კოპენჰაგენი, გრძელდებოდა 12 საათი), ფ. გლასის ოპერა „ეინშტეინი პლაჟზე” (1976, ავინიონი), შექსპირის „მეფე ლირი” (1985), ჰაინერ მიულერის „ჰამლეტი მანქანა“ (1986, ნიუ-იორკი), ჩეხოვის „გედის სიმღერა“ (1989, მიუნხენი), ვაგნერის „პარციფალი“ (1991, ჰამბურგი), ვაგნერის „ლოენგრინი“ (1998, ნიუ-იორკი), ბიუხნერის „ვოიცეკი“ (2000, კოპენჰაგენი), ლაფონტენის იგავ-არაკები (2005, პარიზი), იბსენის „პერ გიუნტი“ (2005, ნორვეგია), ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“ (2007, ბერლინი).

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები