იბსენი ჰენრიკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰენრიკ იბსენი

ჰენრიკ იბსენი – (1828-1906), ნორვეგიელი დრამატურგი, თეატრალური მოღვაწე.

აქტიური თეატრალური და დრამატურგიული მოღვაწეობა დაიწყო 1852 წელს ბერგენის „ნორვეგიულ თეატრში“, როცა მიწვეულ იქნა სამხატვრო ხელმძღვანელად, რეჟისორად და დრამატურგად. ამ წლებში იგი წერს რომანტიკულ დრამებს: „ღამე წმინდა ჰანსზე“, „ფრუ ინგერი ესტროტადან“, „ნადიმი სულხაუგეში“, „ულაფ ლილიეკრანსი“, „მებრძოლები ჰელგელანდში“. 1864 წწელს იგი ტოვებს ნორვეგიას და ცხოვრობს საზღვარგარეთ, ძირითადად იტალიასა და გერმანიაში. ამ პერიოდში იგი ქმნის დრამატულ პოემებს „ბრანდი“ და „პერ გიუნტი“, სადაც გადმოცემულია მისი პიესების მთავარი თემა პიროვნების თავისუფლება და მისი ადამიანური მოწოდება. ამის შემდეგ იგი წერს ფსიქოლოგიურ დრამებს, სადაც ასახულია ინდივიდუალიზმის კრიზისი. იგი ქმნის ანალიტიკური დრამის ახალ ტიპს, რომელშიც ეძებს პერსონაჟების ქცევის ფარულ მოტივებს. ამავე პერიოდში წერს სატირიკულ კომედიას „ახალგაზრდების კავშირი“, დრამას „საზოგადოების ბურჯები“, „ხალხის მტერი“, „თოჯინური სახლი“, „მოჩვენებანი“, „გარეული იხვი“, „როსმერსჰოლმი“, „ქალი ზღვიდან“, „გედა გაბლერი“, „მშენებელი სოლნესი“, „იუნ გაბრიელ ბორკმანი“, „პატარა ეიოლფი“, „როცა ჩვენ, მკვდრები, ვიღვიძებთ“. იბსენის შემოქმედებამ უდიდესი ზეგავლენა იქონია მსოფლიოს თეატრალური კულტურის განვითარებაზე.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები