კალდერონ დე ლა ბარკა პედრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:37, 1 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პედრო კალდერონ დე ლა ბარკა

პედრო კალდერონ დე ლა ბარკა − (ესპ. Pedro Calderón de la Barca, 1600-1681), ესპანელი დრამატურგი. მის სახელთან დაკავშირებულია მსოფლიო თეატრალური კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა – მე-17 საუკუნის ესპანური დრამატული სკოლის შექმნა, ლოპე დე ვეგას წამოწყების დასრულება.

1636 წ. გამოვიდა მისი კომედიების „პირველი ნაწილი”, რის შემდეგ იგი ლოპე დე ვეგას მემკვიდრედ შერაცხეს. მან შექმნა დაახლოებით 120 კომედია, 78 აუტო, 20 პიესა უფრო მომცრო ჟანრის. მისი დრამატურგია პირობითად იყოფა 4 პერიოდად. I პერიოდს განეკუთვნება კომედიები: „სიყვარულის და შემთხვევის თამაში“, „ბრედის ალყა“; II პერიოდი ხასიათდება ფილოსოფიური განზოგადებისაკენ სწრაფვით, სერიოზული სოციალური და მორალურ-ეთიკური პრობლემების აღძვრით. ამ პერიოდის პიესებია: „უდრეკი უფლისწული“, „ცხოვრება სიზმარია“, „საკუთარი თავის ტყვეობაში“ (და სხვ.). მომდევნო პერიოდს შეიძლება ეწოდოს „ანალიტიკური“. იგი მეტ ყურადღებას უთმობს ხასიათებში ძირითადი თვისების გამოვლენას. ამ პერიოდის პიესებია: „საკუთარი ღირსების მკურნალი“, „სალამეელი ალკალდი“. ბოლო, IV პერიოდი აღბეჭდილია „მელოდრამატული ალეგორიებით“. იგი ქმნის პიესებს სასახლისკარის ზეიმებისათვის. კალდერონის მიმართ განსაკუთრებულ მოწიწებას იჩენდნენ რომანტიკოსები.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები