კინი ჩარლზ ჯონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:26, 1 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩარლზ ჯონ კინი – (1811-1868), ინგლისელი მსახიობი. ედმუნდ კინის შვილი. 1827 წელს, მამის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, თავისი ძალები მოსინჯა ვოდევილურ როლში. მას არ გააჩნდა მამის ემოციონალობა და ტემპერამენტი, მრავალფეროვანი მიმიკა, ჰქონდა ხრინწიანი ხმა. სამაგიეროდ ძალზედ მომხიბლავი იყო კომიკურ როლებში, რამაც სულ მალე მოუტანა პოპულარობა. 1850 წ. იგი სათავეში ჩაუდგა თეატრ „პრინსესს“, რომელიც იქცა არისტოკრატიული წრეების საყვარელ თეატრად. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა სპექტაკლების სადადგმო ნაწილს, მდიდრულ გაფორმებას და კოსტიუმებს. რეპერტუარი შედგენილი იყო ვოდევილების და შექსპირის პიესებზე დაყრდნობით. 1859 წ. უსახსრობის გამო, მან დატოვა თეატრი და მოაწყო გასტროლები ავსტრალიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, აშშ-ში.